2022 წლის 24 ნოემბერიდან 2 დეკემბერის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის და შიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობითი გეგმები. შეხვედრებმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
2022 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის ათი სტუდენტი საერთაშორისო პროექტ „SPINAKER”-ში მონაწილეობის მიზნით პოლონეთს ეწვია, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორი შიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ. პროექტში “Brand Management on the International Market-Polish Experience” მონაწილეობას ღებულობდა ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამოცი სტუდენტი. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები მარკეტინგის, ბრენდის მენეჯმენტის …
2022 წლის 30 ნოემბერს, საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედს ეწვია მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი ვახტანგ ჩხეიძე. ბატონ ვახტანგს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც კლინიკური და აკადემიური, ასევე სამედიცინო მენეჯმენტის და ჰოსპიტალური სექტორის მართვის კუთხით. ბატონი ვახტანგი აუდიტორიას წარუდგა მეტად საინტერესო თემით ჯანდაცვის სისტემაში, “Technology, Quality, Law and Ethics in Medicine”. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია …
I. ცხადდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 1 ვაკანსია. II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო …