ცხადდება კონკურსი სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად – 1 ვაკანსია.

II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

III. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით განცხადება );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ე) ავტობიოგრაფია CV;
 ვ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში;
თ) ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
ი) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

IV. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

V. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

VI. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 01 დეკემბერს.

VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 09 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.

VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 17 იანვარს, 10.00 სთ -17.00 სთ.

IX. გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 18 იანვარს (10.00 სთ -17.00 სთ).

X. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 20 იანვარს.

XI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2023 წლის 23 იანვრის 17 საათამდე; 2023 წლის 24 იანვარი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.

XII. სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

  1. სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
    ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა;
    ბ)რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა.
  2. სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა.
  3. ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში (ბოლო 10წლის განმავლობაში) – 5 ქულა.
  4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა.
  5. გასაუბრება – 10 ქულა.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20


Facebooktwitterpinterestlinkedinmail