2022 წლის 23 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ‘’კიბერ-უსაფრთხოების და კიბერ-ჰიგიენის მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებელში“. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ კიბერ-უსაფრთხოების ბიუროს ანალიტიკოსი და ტრენერი სოფიო ჯაფარიძე. ტრენინგზე განხილული იყო კიბერ-უსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, კიბერ-უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, საფრთხეები ინტერნეტ სივრცეში და რჩევები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმაღლეს სასწავლებლებში. ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაციის …