გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და ადმინისტრაციის წარმომადგენლებო! მოგვიახლოვდა ახალი 2023 წელი. ტრადიციულად, ახალ წელს ვხვდებით ახალი გეგმებით, ახალი ენერგიით და ახალი შემართებით. უნივერსიტეტი გეომედი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლას და წარმატებას.

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

2022 წლის 28 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები: ელექტრონული კატალოგი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებას, მონაცემთა ბაზებში ძიების გზებსა  და მათზე წვდომის საკითხებს.