წიგნის პრეზენტაცია

წიგნის პრეზენტაცია

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული, ასოცირებული პროფესორის თორნიკე ხოშტარიას თანამონაწილეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში ითარგმნა სახელმძღვანელო „ბიზნესი“, რომლის ეგზემპლარი საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკას.

გიმნასიონი – „ენოთერაპია“

გიმნასიონი – „ენოთერაპია“

2022 წლის 24 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, პაპუნა კაჭკაჭიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ენოთერაპია“. ენოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც სწავლობს ღვინის თვისებებს და მათ გავლენას ადამიანის სხეულზე ორგანოებსა და სისტემებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.

პირის ღრუს ჰიგიენის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის

პირის ღრუს ჰიგიენის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის

უნივერსიტეტი გეომედის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ატარებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო თუ საგანმანათლებლო აქტივობებს, სწორედ ამ პროექტის ეგიდით და უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ხელშეწყობით, სასწავლო დაწესებულება “ალბიონში” ასამდე პირველ კლასელ მოსწავლეს ჩაუტარდა პირის ღრუს ჰიგიენის, კბილების სწორი გახეხვის და ხელების სწორად დაბანვის გაკვეთილი, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი გიორგი მოდებაძე. შეხვედრამ დიდი მოწონება დაიმსახურა …

საჯარო ლექცია გეომედში

საჯარო ლექცია გეომედში

30 ნოემბერს 16:00 სათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (101) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “Technology, Quality, Law and Ethics in Medicine”. ლექციას წარუძღვება ექიმი, მედიცინის დოქტორი ბატონი ვახტანგ ჩხეიძე. დასწრება თავისუფალია, სამუშაო ენა ინგლისური.

მოხსენება თემაზე: ,,ენოთერაპია”

24 ნოემბერს  15:00 საათზე 101-ე აუდიტორიაში შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში ჩატარდება მოხსენება თემაზე: ,,ენოთერაპია”. მომხსენებელი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაცის პირველი კურსის სტუდენტი პაპუნა კაჭკაჭიშვილი.