ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”

2023 წლის 28-29 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, გაიმართა რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის საერთაშორისო სასწავლო ორგანიზაცია Primephysio-ს მიერ ორგანიზებული თეორიულ-პრაქტიკული კლინიკური ტრენინგი “ყველაფერი მუხლის შესახებ”, რომელსაც ესწრებოდნენ გეომედის საუნივერსიტეტო სარეაბილიტაციო კლინიკის თანამშრომლები ჯარჯი ბუზარიაშვილი და ირაკლი შარანგია. ტრენინგის შემდეგ მათ გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

უნივერსიტეტ გეომედის 2022 წლის საუკეთესო მიღწევა

უნივერსიტეტ გეომედის 2022 წლის საუკეთესო მიღწევა

2022 წლის 13 დეკემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მეხუთედ გაიმართა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევების პრეზენტაცია. აღნიშნულ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტმა გეომედმა წარადგინა ACQUIN-ის მიერ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მინიჭებული უპირობო აკრედიტაცია, როგორც უნივერსიტეტის 2022 წლის საუკეთესო მიღწევა. ACQUIN (The Accreditation, Certification and Quality Assurance Institute ) წარმოადგენს ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და 2009 წლიდან არის …

ღია ლექცია „ისტორია იწყება იბერებიდან“

ღია ლექცია „ისტორია იწყება იბერებიდან“

უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკისა და უნივერსიტეტთან არსებული შემოქმედებითი გაერთიანება ,,გიმნასიონი“-ს თაოსნობით მოწვეულმა საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა თამარ ასანიშვილმა 2023 წლის 20 იანვარს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა საჯარო ლექცია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, თემაზე: ,,ისტორია იწყება იბერებიდან“. ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ქალბატონმა თამარმა მრავალ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. გამოითქვა სურვილი, …

მთავარი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგები

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულია დოქტორი ვალენტინა მიტტოვა.

საჯარო ლექცია გეომედში

საჯარო ლექცია გეომედში

2023 წლის 20 იანვარს, 11 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ ასანიშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ისტორია იწყება იბერიიდან“. დასწრება თავისუფალია.