2022 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის ათი სტუდენტი საერთაშორისო პროექტ „SPINAKER”-ში მონაწილეობის მიზნით პოლონეთს ეწვია, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორი შიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ.
პროექტში “Brand Management on the International Market-Polish Experience” მონაწილეობას ღებულობდა ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამოცი სტუდენტი. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები მარკეტინგის, ბრენდის მენეჯმენტის და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების მიმართულებით და გასვლითი ვიზიტები პოლონეთის ცნობილ საწარმოებში მენეჯმენტის ევროპული სტანდარტების გასაცნობად. პროგრამა ასევე მოიცავდა პოლონეთის ღირსშესანიშნავი ადგილების შემეცნებით ექსკურსიებს.
პროექტის ბოლოს ჩატარდა კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა შეაჯამეს პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა-გამოცდილება, მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს და სამახსოვრო პოსტერი გადასცეს პროექტის ორგანიზატორებს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისათვის. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.