სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

2022 წლის 24 ნოემბერიდან 2 დეკემბერის ჩათვლით, უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის და შიედლცეს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობითი გეგმები. შეხვედრებმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.