2022 წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის თემაზე “სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი”. ლექციას წარუძღვება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დამფუძნებელი, საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი, შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ქალბატონი თეა ჭეიშვილი. ლექცია …
გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნად ფონდს დაემატა შემდეგი ახალი წიგნები: გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – კლინიკური პაროდონტოლოგია. ტომი 1. 2022. გოგილაშვილი ქ., ნაცვლიშვილი თ. – პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა. ტომი 2. 2022. რედ.: იაშვილი ი. – საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია. 2021.
2022 წლის 23 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში ჩატარდება ტრენინგი თემაზე “კიბერ-უსაფრთხოების და კიბერ-ჰიგიენის მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებელში”. ტრენინგს წარუძღვება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსი, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის და რისკების შეფასების სამმართველოს კიბერ-უსაფრთხოების ოპერაციების დეპარტამენტის, კერძოდ, სსიპ კიბერ-უსაფრთხოების ბიუროს ანალიტიკოსი და ტრენერი სოფიო ჯაფარიძე. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართოთ დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.chichiveishvili@geomedi.edu.ge ან გაიაროთ რეგისტრაცია …
2022 წლის 15 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – სვარალი ჩონდეკარ (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – სალომე სანიკიძე – ივანე …
2022 წლის 16 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო, პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა. თითოეული მოხსენების გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციის მასალებში.