2022 წლის 15 დეკემბერს, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:
I ადგილი – სვარალი ჩონდეკარ (მედიცინის ფაკულტეტი)
II ადგილი – სალომე სანიკიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი
III ადგილი –ქეთევან ჭიღლაძე (სტომატოლოგიის ფაკულტეტი)
ჟიურის სიმპათია – მარიამ ჭულუხაძე (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი)
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ხოლო მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენციის კრებულში.