2022 წლის 26 დეკემბერს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის თემაზე “სტუდენტთა სამართლებრივი უფლებები და ეთიკის კოდექსი”. ლექციას წარუძღვება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დამფუძნებელი, საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი, შპს „სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი“-ს იურიდიული სამსახურის უფროსი და სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ქალბატონი თეა ჭეიშვილი. ლექცია წარიმართება ქართულ ენაზე. დასწრება თავისუფალია.