საჯარო ლექცია: “სიმსუქნე და ენდოკრინული დარღვევები“

საჯარო ლექცია: “სიმსუქნე და ენდოკრინული დარღვევები“

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, უნივერსიტეტ გეომედში კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მაია ხუბუა. მან აუდიტორიას გაუზიარა თავისი გამოცდილება და განიხილა ის აქტუალური საკითხები რაც 21-ე საუკუნის დაავადებას “სიმსუქნეს” ახლავს თან. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რაც ლექციის ბოლოს განხილულ საკითხებზე მსჯელობით დადასტურდა.