უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული, ასოცირებული პროფესორის თორნიკე ხოშტარიას თანამონაწილეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში ითარგმნა სახელმძღვანელო „ბიზნესი“, რომლის ეგზემპლარი საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკას.
2022 წლის 24 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, პაპუნა კაჭკაჭიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ენოთერაპია“. ენოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც სწავლობს ღვინის თვისებებს და მათ გავლენას ადამიანის სხეულზე ორგანოებსა და სისტემებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.