გიმნასიონი – „ენოთერაპია“

2022 წლის 24 ნოემბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, პაპუნა კაჭკაჭიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ენოთერაპია“. ენოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც სწავლობს ღვინის თვისებებს და მათ გავლენას ადამიანის სხეულზე ორგანოებსა და სისტემებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა საინტერესო დისკუსია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail