EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებს ახალი რესურსები დაემატა

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უკვე არსებულ EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებს დაემატა კიდევ ახალი რესურსი: eBook Open Access (OA) Collection, რომელიც არის ელექტრონული წიგნების მულტიდისციპლინარული კოლექცია და შექნილია უნივერსიტეტებისა და მეცნიერ გამომცემლების თანამშრომლობით. ბაზა გაძლევთ წვდომას ელექტრონული წიგნების დიდ არჩევანზე. ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოიძიოთ, წაიკითხოთ ან გადმოწეროთ ელექტრონული წიგნები.