2021 წლის 22 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“. მომხსენებელი იყო აა(ი)პ „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტი – თამარ ხახუტაშვილი. სემინარზე განხილული იყო სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. სემინარი ჩატარდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.