უნივერსიტეტ გეომედის ორგანიზებით მესამე საერშაშორისო სიმპოზიუმი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“ გაიმართა

2021 წლის 4-6 ოქტომბრს, უნივერსიტეტ გეომედის თაოსნობით, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება,  მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა 2021“. მიუხედავად პანდემიისა, სიმპოზიუმს დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ.

ღონისძიება გაიმართა კახეთში, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“,  სადაც უცხოელ სტუმრებთან ერთად, მიწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და წარჩინებული სტუდენტები. სიმპოზიუმზე გაჟღერდა სამედიცინო საქმიანობაში მიღწეული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, კერძოდ გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, მალაიზიის, ინდოეთისა და ნეპალის მკვლევარებისა და პროფესორების წარდგინებით. უცხოელ კოლეგებთან ერთად, საკუთარი სამეცნიერო კვლევების შედეგები გააცნეს უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა და მკვლევარებმა.

სიმპოზიუმის ფარგლებში, ასევე გაიმართა გაცნობითი შეხვედრა,  სადაც განხილულ იქნა უნივერსიტეტ გეომედის სასწავლო პროგრამები, სამედიცინო სწავლების თანამედროვე მეთოდები, მეცნიერებაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა  და ინტერნაციონალიზაციის როლი უმაღლესი განათლების სფეროში. 

უნდა აღინშნოს, რომ ამ ღონისძიების გამართვით უნივერსიტეტმა თავის სტუდენტებს მისცა  უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდნენ მსოფლიო დონის მკვლევარებს, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. უნივერსიტეტის ხელშეწყობით მათ მიეცათ საშუალება გამხდარიყვნენ დიდი სამეცნიერო ღონისძიების ნაწილი, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მათში სწავლის მოტივაციასა და მეცნიერებისადმი ინტერესს.   მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმის საშუალებით, უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერა ქვეყნისა და უნივერსიტეტ გეომედის სახელი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail