შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ ხელმძღვანელის პოზიციაზე.
– საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მედიცინის მიმართულებით).
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
– ზოგადი უნარები:
- ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა
- კომპიუტერული უნარები
– კონკურსის ეტაპები:
- დოკუმენტაციის წარდგენა.
- გასაუბრება.
– წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
- ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
– გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:
- ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოტივაცია
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.
–განცხადების წარდგენის ვადა: 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე;
–ტესტირება ინგლისურ ენაში: 2024 წლის 22 აპრილი, 12.00 სთ.
– გასაუბრება: 2024 წლის 23 აპრილი, 12.00 სთ.
– შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 24 აპრილი.
– შედეგების გასაჩივრების ვადა: 2024 წლის 25 აპრილის 17.00 საათამდე.
– სააპელაციო კომისიის მუშაობა: 2024 წლის 26 აპრილი.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1