მიმდინარე წლის 11 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით ჩატარდება ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის სწავლა/სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებში. დასწრება სავალდებულოა. ტრენინგი დაფინანსებულია უნივერსიტეტის მიერ. ტრენინგის განრიგი:

24 ივნისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,, Introduction to Scopus.’’ ვებინარის მიზანი იყო სკოპუსის, როგორც უდიდესი აბსტრაქტებისა და ციტირების ბაზის გაცნობა, რომელიც გვაძლევს წვდომას 7000-ზე მეტი გამომცემლის შინაარსზე. მომხსენებლის მიერ განხილული იყო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც მკვლევარს შეუძლია გააანალიზოს მონაცემები, მოიძიოს შესაბამისი ჟურნალი და უახლესი კვლევები კონკრეტულ სფეროში, გადაწყვიტოს თუ ვისთან ითანამშრომლოს …

უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი ვალენტინა მიტოვა ასოცირებული რედაქტორის რანგში მიწვეული იყო ჟურნალ Molecular Biosciences-ში (Frontiers) კვლევით თემაზე – „The Role of Natural and Synthetic Antioxidants in the Therapeutic Targeting of Oxidative Stress“. ამ სპეციალური ნომრის ფარგლებში, პროფესორ მიტოვამ, სხვა მოწვეულ რედაქტორებთან თანაავტორობით, გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სახელწოდებით „The Role of Natural and Synthetic Antioxidants in the Therapeutic …

2025 წლის 13 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – Swarali Chodnekar (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – Pooja Hiteshbhai Rajput (უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტი) III ადგილი …

უნივერსიტეტ გეომედსა და 144-ე სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 29/04/2025 – 16/06/2025 მოსწავლეებმა გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული მოსამზადებელი კურსი: პირველად სამედიცინო დახმარებაში, დროის მენეჯმენტში და ლიდერობაში, ლექციები მიმდინარეობდა ყოველკვირეულად და წარიმართებოდა უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორების მიერ. კურსის ბოლოს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.