ცხადდება კონკურსი ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

  •  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
    • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
    • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
    • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
  • ზოგადი უნარები:
    • ზეპირი კომუნიკაციის უნარი
    • ანალიტიკური აზროვნების უნარი
    • გუნდური მუშაობის უნარი
    • ორგანიზებულობა
    • კომპიუტერული უნარები
  •  კონკურსის ეტაპები:
    • დოკუმენტაციის წარდგენა.
    •  გასაუბრება.
  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
    • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
    • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია (ვაკანსიის სფეროს შესაბამისად).
    • ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
    • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
    • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
  • გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:
    • ზეპირი კომუნიკაციის უნარი
    • ანალიტიკური აზროვნების უნარი
    • მოტივაცია

თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.

  • განცხადების წარდგენის ვადა: 2024 წლის 31 იანვრიდან 09 თებერვლის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში: 2024 წლის 12 თებერვალი, 12.00 სთ.
  • გასაუბრება: 2024 წლის 14 თებერვალი, 12.00 სთ.
  • შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 15 თებერვალი.
  • შედეგების გასაჩივრების ვადა: 2024 წლის 16 თებერვლის 17.00 საათამდე.
  • სააპელაციო კომისიის მუშაობა: 2024 წლის 19 თებერვალი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail