2023 წლის 27-28 მარტს, უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სემინარი შეფასების თანამედროვე მეთოდებში: OSPE, OSCE და Mini-Cex. სემინარზე დეტალურად იქნა განხილული ამ შეფასების უპირატესობები სამედიცინო პროგრამების სწავლებისას. ასევე, წარმოდგენილი იყო OSPE, OSCE და Mini-Cex შეფასების მაგალითები და პრაქტიკული სამუშაოები მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების სტუდენტებისათვის, რათა მაქსიმალურად ობიექტურად მოხდეს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება. სემინარს უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი.