ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

30 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რაც გაუადვილებთ სტუდენტებს სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიებასა და მიღებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო EBSCO-სა და ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებში ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას.

ტრენინგი სამედიცინო და საექთნო განათლების მეთოდოლოგიაში

2025 წლის 11-18 ივლისს შპს უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი სამედიცინო და საექთნო განათლების მეთოდოლოგიაში (სწავლა/სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდები). ტრენინგს უძღვებოდნენ:– ზულფია ზარიპოვა PhD. MD – სიმულაციური-საატესტაციო ცენტრის აკრედიტაციის სერტიფიცირებული ექსპერტი. AMEE – სერტიფიკატები: სამედიცინო განათლების ძირითადი უნარები, სამედიცინო განათლების შეფასების ძირითადი უნარები, კვლევითი უნარები სამედიცინო განათლებაში.– პროფესორი ვალენტინა მიტტოვა. AMEE …

ვებინარი: Introduction to Scopus

ვებინარი: Introduction to Scopus

24 ივნისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,, Introduction to Scopus.’’ ვებინარის მიზანი იყო სკოპუსის, როგორც უდიდესი აბსტრაქტებისა და ციტირების ბაზის გაცნობა, რომელიც გვაძლევს წვდომას 7000-ზე მეტი გამომცემლის შინაარსზე. მომხსენებლის მიერ განხილული იყო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც მკვლევარს შეუძლია გააანალიზოს მონაცემები, მოიძიოს შესაბამისი ჟურნალი და უახლესი კვლევები კონკრეტულ სფეროში, გადაწყვიტოს თუ ვისთან ითანამშრომლოს …

ვებინარი: How to find the right journal

ვებინარი: How to find the right journal

13 მაისს ელსევიერის ტრენერის Alison Ferrett-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,How to find the right journal’’. ტრენერმა ისაუბრა ისეთი გამოწვევის შესახებ, როგორიცაა საუკეთესო ჟურნალის შერჩევა სტატიის გამოსაქვეყნებლად, გაუზიარა მსმენელს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ასევე, განიხილა სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რაც დაეხმარებათ ავტორებს ჟურნალის შერჩევის პროცესში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ვებინარი: Maximizing Scopus AI: Interactive Q&A and Practical Applications

23 აპრილს ელსევიერის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ,,Maximizing Scopus AI: Interactive Q&A and Practical Applications’’. ვებინარზე განხილული იყო Scopus-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევით სამუშაო პროცესში ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკა, რეალური მაგალითები, რჩევები და ა.შ. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.