ონლაინ ვორქშოპი: PBL და CBL სწავლების მეთოდები

დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელშეწყობით, 2023 წლის 23-24 მარტს, ჩატარდა მორიგი ონლაინ ვორქშოპი PBL და CBL სწავლების მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სტომატოლოგიისა და ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრას უძღვებოდა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და AMEE-ს სპეციალისტი სამედიცინო განათლებაში, ასოცირებული პროფესორი მარიამ ველიჯანაშვილი. ვორქშოპზე დეტალურად იქნა განხილული PBL და CBL სწავლების მეთოდების ინტეგრირება და მეთოდის დადებითი უკუკავშირი პროგრამების კურიკულუმებში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail