დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახური აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს, რომლის ფარგლებშიც იწვევს საქართველოში ან საზღვარგარეთ მოღვაწე გამოჩენილ პროფესიონალებს. სწორედ ამ მიზნით 2023 წლის 22 მარტს, უნივერსიტეტ გეომედს ეწვია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და ღვაწლმოსილი ექიმი უროლოგი, როგორც საქართველოს ასევე, ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი ბატონი ავთანდილ იმედაძე. ბატონმა ავთანდილმა თავის გამოსვლაში განიხილა უროლოგიაში ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა გავრცელებული წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და მამაკაცის სასქესო ორგანოების ანომალიები. ლექციაზე ასევე გაზიარებული იქნა მედიცინის თანამედროვე ქირურგიული და კონსერვატორული მიდგომები, კონკრეტულ პათოლოგიებთან მიმართებაში.