უნივერსიტეტში EBSCO-ს ელექტრონულ ბაზებში მუშაობის შესახებ კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა

2023 წლის 14 თებერვალს, უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა ვებინარი თემაზე “სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში”, რომელსაც უძღვებოდა EBSCO-ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელი ირინა სერჟანი. ვებინარი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და სამეცნიერო სტატიის სრული ტექსტები, სამეცნიერო ბაზების საძიებო სისტემებში. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული პერსონალი და სტუდენტები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail