უნივერსიტეტი გეომედი Elsevier-ის ვებინართა ციკლში მონაწილეობდა

უნივერსიტეტი გეომედი ჩართულია ვებინარების ციკლში, რომელსაც ატარებენ Elsevier-ის წარმომადგენლები. 2023 წლის 2 და 7 მარტს Elsevier-ის ტრენერის – თამარ გოგუას მიერ ჩატარებულ იქნა ონლაინ ტრენინგები თემებზე: ,,ლიტერატურის ძიება და ავტორის პროფილი Scopus-ში” და ,,ლიტერატურის ძიება ScienceDirect-ში + Mendeley-გზამკვლევი დამწყებთათვის”. ვებინარებზე, რომლებიც მიმდინარეობდა ქართულ ენაზე Zoom-ის პლატფორმაზე, ტრენერმა განიხილა Scopus-სა და ScienceDirect-ში საფუძვლიანი ძიების გზები და სტრატეგიები, ისაუბრა ბაზების უპირატესობების, Mendeley-ის გამოყენების შესახებ და ა.შ. ტრეინინგებს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ვებინარების ბოლოს მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail