ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“

2022 წლის 13-21 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ინსტიტუტში 7 დღიანი ტრენინგ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელმა. ტრენინგი „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგია“ სავალდებულოა მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის მიხედვით და მიზნად ისახავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებასა და სამედიცინო სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail