უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა წარმატების იასპარეზეს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარებულ ჩემპიონატში.
ოქროს მედალი ქართულ ჭიდაობაში
2022 წლის 20 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმედა გოგოლაძე. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი კორაშვილს. ქართულ ჭიდაობაში გუნდური შედეგებით „გეომედი“ მე-3 ადგილზე გავიდა.
ოქროს მედალი ძიუდოში
2022 წლის 18 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმედა გოგოლაძე. ძიუდოში გუნდური შედეგებით „გეომედი“ მე-3 ადგილზე გავიდა.
ვერცხლის მედალი სამბოში!
2022 წლის 15 ივნისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჩემპიონატი სამბოში, რომელშიც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იმედა გოგოლაძე.
ჭადრაკი
2022 წლის 10 ივნისს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „თბილისის სტუდენტური თასი 2022“-ის ფარგლებში ჩატარდა ჭადრაკის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ვაჟებს შორის კუმარ კოპალმა, გოგონების შორის ბანსარი პრაკაშჩანდრა პატელმა და ჯუჰი შაჰმა, რაც აგრეთვე წარმატებული იყო.
„თბილისის სტუდენტური თასი 2022“ სპორტის 15 სახეობას მოიცავს და აერთიანებს საქართველოს მასშტაბით 34 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს. ამ დროისთვის, საერთო გუნდურ ჩათვლაში 4 სახეობაში მოპოვებული 5 მედლით (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) „გეომედი“ მე-3 ადგილს იკავებს.
უნივერსიტეტი ულოცავს მოასპარეზეებს მიღწეულ წარმატებებს!