2022 წლის 24 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედის სააქტო დარბაზში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, რომელზეც მოხსენებები წარმოადგინეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სტუმრებმა.
კონფერენციას უძღვებოდა რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში- პროფესორი ზურაბ ცეცხლაძე.
სტუდენტების მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, განხილული თემების გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:
I ადგილი – ნინო ტუღუში (სტომატოლოგიის ფაკულტეტი, IV კურსი, ხელმძღვანელი- მაია ჯერვალიძე)
II ადგილი –გიორგი კეკელია (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, II კურსი, ხელმძღვანელი- ლელა აფციაური;)
III ადგილი – თათია ბერძნიშვილი (ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, IV კურსი, ხელმძღვანელი გურამ ამყოლაძე;)
ჟიურის სიმპათია – სვარალი ჩოდნეკარ (მედიცინისა ფაკულტეტი, III კურსი, ხელმძღვანელები- ხათუნა მაკალათია, ნინო გრძელიშვილი)
მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სტიპენდიებით. კონფერენციის მასალებს იხილავთ უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციის კრებულში.