ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:

მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი :
პროფესორი – 4
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -3
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -3
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 2
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 10
ასოცირებული პროფესორი – 10
ასისტენტ-პროფესორი -10
მორფოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი -2
პათოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი -2
მენეჯმენტის დეპარტამენტი:
პროფესორი – 5
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -3
ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის დეპარტამენტი:
პროფესორი – 5
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -3
ტექნიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი -2
ფსიქო-სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 3
ასისტენტ-პროფესორი -2
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი:
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 5
ასისტენტ-პროფესორი -2
II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
კლინიკურ დისციპლინათა და სტომატოლოგიის დეპარტამენტებში პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 7 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
კლინიკურ დისციპლინათა და სტომატოლოგიის დეპარტამენტებში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
კლინიკურ დისციპლინათა და სტომატოლოგიის დეპარტამენტებში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო
ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი,ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკურ დისციპლინათა და სტომატოლოგიის
დეპარტამენტებისთვის შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი.
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია,
სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან უნივერსიტეტში გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
IV. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.
V. მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
VI. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 05 ოქტომბერს.
VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 12 ნოემბრიდან 2018 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;
VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2018 წლის 29 ნოემბერს (მხოლოდ V პუნქტის თანახმად).
IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2018 წლის 10 დეკემბერს.
X.კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 11 დეკემბრის 17 საათამდე; 2018 წლის 12-13 დეკემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
XI.აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად:
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე _ 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში):

ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.

ვებ-გვერდი: www.geosis.edu.ge
www.geomedi.edu.ge

ელ.ფოსტა: info@geosis.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მობ: 593 66 98 58

Facebooktwitterpinterestlinkedinmail