საერთაშორისო ფესტივალი “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018”

სტაჟირება საერთაშორისო ფესტივალ “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018” ბაზაზე.
AAIP საერთაშორისო ასოციაცია უნივერსიტეტ “გეომედი”-ის სტუდენტებს იწვევს სოციალური ინკლუზიის პროგრამით გაიარონ სტაჟირება საერთაშორისო ფესტივალ “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018” ბაზაზე. ფესტივალი გაიმართება 2018 წლის 3-5 ოქტომბერს შავი ზღვის სანაპიროზე, ურეკში.
ფესტივალს “ინკლუზიური პრაქტიკა” ორგანიზებას უწევს AAIP საერთაშორისო ასოციაცია (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული გლობალური საერთაშორისო ასოციაცია).
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 500-ზე მეტი წარმომადგენელი (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ფინეთი).
პროგრამა მოიცავს, სემინარებს სოციალური ინკლუზიის სხვადასხვა საკითხებზე, ტრენინგს სტრესული მდგომარეობის მართვაზე და ა.შ.
ფესტივალის მსვლელობისას ჩატარდება კონფერენცია ინკლუზიურ საკითხებზე. აგრეთვე ფესტივალის მონაწილეებს საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გამოცდილებას გაუზიარებს ფინეთის OULU- ის უნივერსიტეტის გუნდი.
სტაჟირებაში მონაწილეობა საინტერესოა მომავალი ფიზიკური თერაპისტებისთვის, ოკუპაციური თერაპისტებისა და ფიზიკური რეაბილიტოლოგებისთვის.
ფესტივალის ხანგრძლივობა: 3 დღე. დასრულების შემდეგ თითოეული სტუდენტი მიიღებს სტაჟირების სერტიფიკატს და ფესტივალის მონაწილის დიპლომს.
უნივერსიტის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მგზავრობისა და საცხოვრებელის ხარჯს მონაწილეები თავად ანაზღაურებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ
ფიზიკური მედიცინისა რეაბილიტაციის
ფაკულტეტის დეკანატს.
ტელ: 599 855 469
593 793 313

Facebooktwitterpinterestlinkedinmail