2022 წლის 28 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვან სტუდენტებთან. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები: ელექტრონული კატალოგი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებას, მონაცემთა ბაზებში ძიების გზებსა და მათზე წვდომის საკითხებს.