I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე. II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი. III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.2. ეტაპი – გასაუბრება. IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის …
კონკურსები -
1. აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2022 წლის 25 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: • პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული ასლი• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი• სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები• სტუდენტის სტატუსის …
2022 წლის 6-8 ივლისს, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: PBL და CBL სწავლების მეთოდები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრაზე განხილულ იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ქეისზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების აქტუალური საკითხები სხვადასხვა დისციპლინების მაგალითებზე.
გაცნობებთ, რომ ახალი წიგნებით შეივსო ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები. ბეჭდური ფონდი: ალხანიშვილი ზ., გოგილაშვილი ქ.- აქციე შენი კლინიკა ბრენდად. სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი. 2020. ალხანიშვილი ზ., გოგილაშვილი ქ. და სხვები – რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაცული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში. 2018. ბერიძე მ., სამუშია ო.-ნევროლოგიის საფუძლები. 2021. კორინთელი ე.- მასაჟის სახეები და მათი გამოყენების მეთოდები. 2022. ჩიჩუა ა., …
2022 წლის 15 ივლისს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე „სრულყოფილი კონკურენცია და დაბალანსებული რეგულირება“, სადაც განხილული იქნება მსხვილი მეწარმეების „უწიფარი“ (ძალადობრივი) დანაწევრება და მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეობას შორის ბალანსის არსებობის საჭიროება. სემინარი ჩატარდება სააქტო დარბაზში, 14:00 საათზე.