2022 წლის 15 ივლისს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე „სრულყოფილი კონკურენცია და დაბალანსებული რეგულირება“, სადაც განხილული იქნება მსხვილი მეწარმეების „უწიფარი“ (ძალადობრივი) დანაწევრება და მსხვილ, საშუალო და მცირე მეწარმეობას შორის ბალანსის არსებობის საჭიროება. სემინარი ჩატარდება სააქტო დარბაზში, 14:00 საათზე.