2022 წლის 6-8 ივლისს, დახელოვნებისა და რეზიდენტურის სამსახურის ეგიდით, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: PBL და CBL სწავლების მეთოდები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრაზე განხილულ იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და ქეისზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო კურიკულუმში ინტეგრირების აქტუალური საკითხები სხვადასხვა დისციპლინების მაგალითებზე.