უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულების კიდევ ერთმა ნაკადმა წარმატებით ჩააბარა ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE/MCI გამოცდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოჰიტ პანჯვანის წარმატება, რომელმაც ინდოეთის მაშტაბით მესამე ადგილი დაიკავა აღებული ქულების რაოდენობით. უნივერსიტეტი გეომედი ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.