ცხადდება კონკურსი ფსიქოლოგის პოზიციაზე

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.

III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.

IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
6. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

 V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • დისციპლინა
  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კომპიუტერული უნარები

VI. გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები:

  • ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოტივაცია

თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით: 3 ქულა – კარგი, 2 ქულა – დამაკმაყოფილებელი, 1 ქულა – არადამაკმაყოფილებელი. კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე დაგროვებული ქულების შესაბამისად.

VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

VIII.    საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2022 წლის 09 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

IX. ტესტირება ინგლისურ ენაში – 2022 წლის 24 აგვისტო, 10.00 სთ -17.00 სთ.

X. გასაუბრება – 2022 წლის 26 აგვისტო, 13.00 სთ.

XI. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2022 წლის 29 აგვისტოს.

XII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2022 წლის 30 აგვისტოს 17 საათამდე; სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2022 წლის 31 აგვისტო.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail