საერთაშორისო ფესტივალი “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018”

სტაჟირება საერთაშორისო ფესტივალ “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018” ბაზაზე. AAIP საერთაშორისო ასოციაცია უნივერსიტეტ “გეომედი”-ის სტუდენტებს იწვევს სოციალური ინკლუზიის პროგრამით გაიარონ სტაჟირება საერთაშორისო ფესტივალ “ინკლუზიური პრაქტიკა – 2018” ბაზაზე. ფესტივალი გაიმართება 2018 წლის 3-5 ოქტომბერს შავი ზღვის სანაპიროზე, ურეკში. ფესტივალს “ინკლუზიური პრაქტიკა” ორგანიზებას უწევს AAIP საერთაშორისო ასოციაცია (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული გლობალური საერთაშორისო ასოციაცია). ფესტივალში მონაწილეობას …

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდი აანონსებს “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების”2018 წლის კონკურსს კონკურსის მიზანი მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა …

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!

უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2018 – 2019 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: 1.პროგრამა – ჯანდაცვის მენეჯმენტი კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2.პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია კვალიფიკაცია – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი (სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა) წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: განცხადება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), დანართით. (ნოტარიული წესით დამოწმებული) …

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას. გაცნობებთ, რომ პირველკურსელები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე 10სთ-დან 16სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ტელ: 275 25 20. სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობა …