უნივერსიტეტ გეომედის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას.
გაცნობებთ, რომ პირველკურსელები რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე 10სთ-დან 16სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქ. №4 (ყოფილი კრწანისის ქ. №3), მესამე სართული, ტელ: 275 25 20.
სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი
- ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი (დედანი)
- 2 ფოტო სურათი (3X4-ზე) და CD-დისკი
- ვაჟებისათვის – სამხედროს მიწერის მოწმობის ასლი
უნივერსიტეტში სწავლა იწყება 01 ოქტომბერს!
ადმინისტრაცია