ექსკურსია დაშბაშის კანიონზე

2018 წლის 20 ოქრომბერს, უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია დაშბაშის კანიონზე. სტუდენტებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა.  

შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და გაძლიერება – გამოწვევები და პერსპექტივები

12 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი – შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და გაძლიერება – გამოწვევები და პერსპექტივები. სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჯანსაღი ცხოვრების …

ცხადდება კონკურსი ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის თანამდებობაზე

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საბაკალავრო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის ვაკანსიას. მოთხოვნები: 1.დარგის შესაბამისი ხარისხი (მენეჯმენტი) 2.პროგრამის შემუშავების აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება 3.ინგლისური ენის ცოდნა 4.CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მსურველები გამოგვეხმაურონ 31 ოქტომბრის ჩათვლით. ადმინისტრაცია მობ: 593 66 98 58

ინკლუზიური პრაქტიკის საერთაშორისო ფესტივალი “გადავლახოთ საზღვრები”

2018 წლის 3-5 ოქტომბერს დაბა ურეკში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი “გადავლახოთ საზღვრები” , სადაც მონაწილება მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა AAIP საერთაშორისო ასოციაციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული გლობალური საერთაშორისო ასოციაცია). ორგანიზებით. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, …

ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში: მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი : პროფესორი – 4 ასოცირებული პროფესორი – 5 ასისტენტ-პროფესორი -3 სტომატოლოგიის დეპარტამენტი: პროფესორი – 3 ასოცირებული …