შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდი აანონსებს “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების”2018 წლის კონკურსს
კონკურსის მიზანი
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
4. აგრარული მეცნიერებები;
5. სოციალური მეცნიერებები;
6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!
კონკურსის ძირითადი პირობები
• საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
• კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
• გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
• პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
• დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.
ფინანსური მოთხოვნები:
• პროექტის ბიუჯეტი შეიძლება შეადგენდეს არაუმეტეს 6000 ლარს.
• მაგისტრანტის სტიპენდია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს
კონკურის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.
კონკურსი გამოცხადდება მიმდინარე წლის სექტემბერში
კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: mr@rustaveli.org.ge
ტელეფონი: 2 200 220 (4302)

Facebooktwitterpinterestlinkedinmail