გიმნასიონი – „ადამიანის ბიოველი“

გიმნასიონი – „ადამიანის ბიოველი“

უნივერსიტეტ გეომედთან არსებული შემოქმედებითი გაერთიანება ,,გიმნასიონი“-ს თაოსნობით, 29 ოქტომბერს ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ადამიანის ბიოველი“ . სტომატოლოგიური ფაკულტეტის I – კურსის სტუდენტმა დავით ბაძაღუამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა თემა, რომელიც ეხებოდა ენერგიის ფორმებს. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში.

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტთა აკადემიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღია ლექცია

უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტთა აკადემიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღია ლექცია

21 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ზურაბ ცეცხლაძემ  სტუდენტებისათვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ინფორმირებულობას ანტიპლაგიატის პროგრამის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიურ რეჟიმში.

ვებინარი: სწავლების თანამედროვე მეთოდები და ელექტრონული რესურსების გამოყენება აკადემიურ განათლებაში

ვებინარი: სწავლების თანამედროვე მეთოდები და ელექტრონული რესურსების გამოყენება აკადემიურ განათლებაში

8 ოქტომბერს უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური პერსონალი ონლაინ რეჟიმში დაესწრო Elsevier-ის ტრენერის Paula Milewska-ს მიერ ჩატარებულ ვებინარს თემაზე – Modern teaching methods and the use of e-resources in academic education. ვებინარის განმავლობაში თემატიკის მიხედვით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ტრენერები. ვებინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტებისა და ელექტრონული რესურსების როლი უმაღლეს განათლებაში, გამოწვევები და გადაწყვეტილებები არსებული …

ტრენინგი პირველკურსელთათვის

ტრენინგი პირველკურსელთათვის

23 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. აღნიშნული ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საბიბლიოთეკო სერვისების გაცნობა, რათა მათ გაუადვილდეთ სასურველი რესურსებისა და სერვისების მოძიება და მიღება. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ისაუბრა ასევე, EBSCO-სა და ELSEVIER-ის ბაზების მნიშვნელობაზე, მათი …