უნივერსიტეტ გეომედის პროფესორებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 15-18 მარტს, იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ჩატარდა “ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მე-19 მსოფლიო კონგრესი” (19 World Congress of the International Academy of Human Reproduction), სადაც სამეცნიერო კვლევის შედეგებით წარსდგა უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ელენე ასანიძე მოხსენებით: „ჰიპერჰომოცისტეინემია, ინსულინ რეზისტენტობა და სხეულის მასის ინდექსი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში“ (Hyperhomocysteinemia, insulin resistance and body mass index in women with polycystic ovary syndrome). წარდგენილი კვლევა ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში და მასზე მუშაობდნენ უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორები: ელენე ასანიძე, ზურაბ ცეცხლაძე და მალხაზ ვახანია.

ამავე კონგრესზე მოხსენება გააკეთა მედიცინის ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა, ექიმ-გინეკოლოგმა დავით სხირტლაძემ თემით: „პოსტოპერაციული სამედიცინო თერაპია ღრმა ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებისთვის (Postsurgical Medical Therapy for Patients with Deep Endometriosis).

თემატიკის აქტუალობიდან და კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეებიდან გამომდინარე, ორივე მომხსენებლის გამოსვლამ დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail