უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორის ელენე ასანიძის ლექცია ევროპის გინეკოლოგიის საზოგადოების მე-16 კონგრესზე

უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორის ელენე ასანიძის ლექცია ევროპის გინეკოლოგიის საზოგადოების მე-16 კონგრესზე

2025 წლის 19-22 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ჩატარდა ევროპის გინეკოლოგიის საზოგადოების მე-16 კონგრესი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. უნივერსიტეტ გეომედის ასოცირებული პროფესორი ელენე ასანიძე წარსდგა კონგრესზე ლექციით თემაზე, ნაადრევი სქესობრივი განვითარება გოგონებში (Precocious Puberty in Girls: Challenges and Consequences). აღნიშნულმა მოხსენებამ დაიმსახურა მსმენელთა დიდი მოწონება და გამოიწვია საინტერესო დისკუსია.

სტუმრობა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

სტუმრობა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

2025  წლის 27 მარტს უნივერსიტეტ გეომედის ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი ესტუმრა გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს.სტუდენტებმა დაათვალიერეს კლინიკა და კვლევითი ინსტიტუტი, სადაც მასპინძლებმა სიღრმისეულად გააცნეს მათი მუშაობის შესახებ. იმ ახალ ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე, რომელიც დანერგილია ინსტიტუტში. ლაბორატორიებისა და ახალ პროდუქტებთან გაცნობის შემდეგ, ვიზიტი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ვებინარი: Literature search in Scopus

ვებინარი: Literature search in Scopus

19 მარტს ელსევიერის ტრენერის Anton Degtev-ის მიერ ჩატარდა ვებინარი თემაზე: ’’Literature search in Scopus’’. ტრენერმა ისაუბრა რესურსების ძიების სტრატეგიებსა და მიზნებზე, საძიებო სიტყვით, ლოგიკური ოპერატორების მეშვეობით ძიებაზე და ა.შ. ვებინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდები განახლდა

გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკის ბეჭდური და ციფრული ფონდი განახლდა შემდეგი ახალი წიგნებით: ბეჭდური ფონდი: გოჩიტაშვილი ქ. და სხვა – პროფესიული წერა. 2024. კიკვიძე კ., გურგენიძე მ., შანავა კ. – ურგენტული ქირურგიის გზამკვლევი. 2024. სამხარაძე ნ. და სხვა-ტურიზმის პოლიტიკა. 2023. ღამბაშიძე ქ., გაბუნია ლ. – რა უნდა ვიცოდეთ ლაბორატორიაში მუშაობის და ექსპერიმენტულ ცხოველებზე წარმოებული კვლევების შესახებ. 2024. …

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უმაღლესი განათლების სფეროში

I2Q პროექტის ფარგლებში, 2025 წლის 24 იანვრიდან 26 იანვრამდე ჩატარდა მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა. მესამე საერთაშორისო მაღალი დონის სწავლება ორიენტირებული იყო ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე უმაღლესი განათლების სფეროში. მონაწილეებმა გააუმჯობესეს თავიანთი ცოდნა პატენტების, სავაჭრო ნიშნებისა და საავტორო უფლებების შესახებ სემინარების, სიმულაციური …