ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

2021 წლის 10-11 ნოემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი თემაზე „ZOTERO – სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა. ზოტეროს ტრეინინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ზოტეროს ბიბლიოთეკის შექმნა და წყაროების დამატება ზოტეროს ბიბლიოთეკის მოწესრიგება ციტირებების და ბიბლიოგრაფიის შექმნა ზოტეროს ონლაინ სივრცე ტრეინინგის თეორიულ ნაწილთან …

სემინარი “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”

სემინარი “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”

2021 წლის 29 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: “სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების გზები”. სემინარი ჩაატარა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ – ნანა ცერცვაძემ, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო ბაზების, EBSCO-სა და ELSEVIER-ის მრავალფეროვანი წყაროების მოძიებისა და გამოყენების გზების შესახებ მედიცინაში. სემინარი წარიმართა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.

სემინარი „ საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“

სემინარი „ საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“

2021 წლის 22 ოქტომბერს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“. მომხსენებელი იყო აა(ი)პ „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტი – თამარ ხახუტაშვილი. სემინარზე განხილული იყო სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება. სემინარი ჩატარდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

უნივერსიტეტი გეომედის სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის თაოსნობით, ჩატარდა მორიგი ტრენინგების სერია, მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისათვის. ტრენინგები მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგებს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის CPD-ის (Continuous Professional Development) ტრენერები. გეომედის პედაგოგების პროფესიული განვითარების საჭიროებაზე მორგებული, წინასწარ …

ვებინარი – როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები

ვებინარი – როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები

2021 წლის 24 თებერვალს, სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის ხელშეწყობით, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტების თანამშრომლები  დაესწრნენ საერთაშორისო ვებინარს “როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები”, სადაც განხილული იყო გამოცდის ციფრული ტრანსფორმაციის დიზაინის საკითხები, იმ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, რომლებსაც აქვთ აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება. ვებინარს უძღვებოდნენ UCL Institute of Education ასოცირებული პროფესორი მერი რიჩარდსონი და …