ვებინარი – როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები

2021 წლის 24 თებერვალს, სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის ხელშეწყობით, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტების თანამშრომლები  დაესწრნენ საერთაშორისო ვებინარს “როგორ შევქმნათ უკეთესი გამოცდები”, სადაც განხილული იყო გამოცდის ციფრული ტრანსფორმაციის დიზაინის საკითხები, იმ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, რომლებსაც აქვთ აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის დიდი გამოცდილება. ვებინარს უძღვებოდნენ UCL Institute of Education ასოცირებული პროფესორი მერი რიჩარდსონი და ბერგენის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროექტების მენეჯერი მაგნუს სვენდსენ ნერჰეიმი. ტრენინგზე განხილული საკითხები დაეხმარება უნივერსიტეტის საგამოცდო პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს ელექტრონული შეფასების უკეთ მოდელირებასა და ობიექტური გამოცდების მაღალი სტანდარტით წარმართვაში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail