უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება

უნივერსიტეტი გეომედის სიცოცხლის ბოლომდე სწავლების სამსახურის თაოსნობით, ჩატარდა მორიგი ტრენინგების სერია, მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისათვის. ტრენინგები მიზნად ისახავდა პროფესორ-მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და პედაგოგიური უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგებს უძღვებოდნენ დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის CPD-ის (Continuous Professional Development) ტრენერები. გეომედის პედაგოგების პროფესიული განვითარების საჭიროებაზე მორგებული, წინასწარ შემუშავებული პროგრამა მიმართული იყო მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიაზე  და მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

1) OSCE Writing
2) OSCE examiner
3) Teaching in the Ward and Clinic and  WBPA (workplace based assessment)
4) Bedside Teaching
5) Teaching skills  and effective  Feedback

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი გეომედის მიერ  სრულად გადამზადებული იქნა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  კლინიკური დისციპლინების განმახორციელებელი, როგორც აკადემიური, ასავე მოწვეული პერსონალი.   გარდა ფაკულტეტების განმახორციელებელი პერსონალისა, უნივერსიტეტმა ტრენინგებში ჩართო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკების სამედიცნო პერსონალიც, საჭიროების შემთხვევაში, მათი სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail