კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა გეომედის აფილირებული პროფესორის ავტორობით

უნივერსიტეტ გეომედის აფილირებული პროფესორის, ვალენტინა მიტოვას ავტორობით, ჟურნალ „Coatings (MDPI)“-ში (Current Impact Factor – 3.236) გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Influence of Synthetic Conditions on the Crystal Structure, Optical and Magnetic Properties of o-EuFeO3 Nanoparticles”. სტატიის ლინკი: https://www.mdpi.com/2079-6412/13/6/1082

სამუშაო შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის

სამუშაო შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის

16 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში არსებულ თერაპიული სტომატოლოგიის საფანტომო ლაბორატორიაში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია და “Hands on” კურსი თემაზე „ფრონტალური კბილების ესთეტიკური რესტავრაცია – ვინირები; თანამდროვე მიდგომები მხატვრულ რესტავრაციაში“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გეომედის ასოცირებული პროფესორი ნინო ჯაფარიძე. ლექცია-სემინარმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. იყო შეკითხვები და დისკუსია-დებატები.

ღია ლექცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ღია ლექცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

15 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: „რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები ტრამვების მკურნალობაში“. ლექციას უძღვებოდნენ გეომედის პროფესორი პავლე კასრაძე და რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი ჯარჯი ბუზარიაშვილი. ლექციაზე განხილული იყო ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია და ტრავმული დაზიანების მართვის თანამედროვე მიდგომები. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი

28-29 ივლისს ბათუმში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეგიძლიათ იხილოთ წინასწარი პროგრამა და დარეგისტრირდეთ შემდეგ ლინკზე: http://gsa.ge შეკითხვების შემთხვევაში მიაკითხეთ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანატს.

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 9 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ვინოდ მეემპატ ნიტჰია (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – ნინი აბესაძე – (სტომატოლოგიის ფაკულტეტი) …