16 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში არსებულ თერაპიული სტომატოლოგიის საფანტომო ლაბორატორიაში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია და “Hands on” კურსი თემაზე „ფრონტალური კბილების ესთეტიკური რესტავრაცია – ვინირები; თანამდროვე მიდგომები მხატვრულ რესტავრაციაში“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გეომედის ასოცირებული პროფესორი ნინო ჯაფარიძე. ლექცია-სემინარმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. იყო შეკითხვები და დისკუსია-დებატები.