საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგი

საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად არჩეულია გვანცა ციხისელი.

ლექცია და მასტერკლასი რეზიდენტებისთვის ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

ლექცია და მასტერკლასი რეზიდენტებისთვის ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე ასპექტები

გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში 2023 წლის 18 ივლისს რეზიდენტებისთვის ჩატარდა ლექცია და მასტერკლასი ენდოდონტიაში. აღნიშნული შეხვედრა დაეთმო ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, აქტუალურ საკითხებს და მათი მკურნალობის რაციონალურად გადაჭრის გზებს. შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი, კომპანია “Ivoclar”-ის ოფიციალური სფიქერი და ტრენერი საქართველოში ნინო ჯაფარიძე. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვა

ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 17 ივლისს 13:00 საათზე უნივერსიტეტ გეომედში (217 აუდიტორია) გაიმართა ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვა. სტუდენტმა წარმატებით წარადგინა თავისი სამაგისტრო ნაშრომი.

შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში რიგგარეშე მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2023 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე. წარმოსადგენი საბუთების ნუსხა: • პირადობის მოწმობის ასლი• ატესტატის დამოწმებული ასლი• სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი• …

სამეცნიერო სემინარები საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე

სამეცნიერო სემინარები საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე

2023 წლის 14 ივლისს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სემინარები: “საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ქიმიური შემადგენლობა და მათი ფუნქციები”. მოხსენებაში განხილული იყო საქართველოში გავრცელებულ ზოგიერთ სამკურნალო მცენარეში არსებული ძირითადი ქიმიური ნივთიერებები, მათი სამკურნალო თვისებები და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობა მცენარეთა ფიზიოლოგიურ პროცესებში. მომხსენებელი თორნიკე მინდიაშვილი. “საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი მცენარის, მათ შორის ენდემური სახეობების …